Accessibility links

მაჩალიკაშვილების ოჯახი საუბრობს მათ წინააღმდეგ გაჩაღებულ მედიაომზე


გასული 2017 წლის 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელა ვიდემიმართვა, რომელშიც საუბარია მათ წინააღმდეგ გაჩარებულ მედიაომზე. „თემირლანში მე კი არა მთელი ხეობაა დარწმუნებული. მე ვიცი, თუ რა ოცნებები ჰქონდა ჩემს შვილს და რა მომავალს ისახავდა თავისთვის. ბოლო ეტაპზე, რასაც სახელმწიფო გვიცხადებს ამ მედიების პირით, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ფართხალი“, - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მის შვილს აბრალებენ კავშირს აჰმეთ ჩატაევთან, რათა ამით გაამართლონ სისხლიანი სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში. მედიის ერთი ნაწილის საშუალებით ბოლო ხანს გავრცელდა ცნობა, თითქოს თემირლანს ნათესაური კავშირი ჰქონდა ტერორიზმში ბრალდებულ აჰმეტ ჩატაევთან. გადაცემა „იმედის კვირამ" გამოაქვეყნა თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონით გაკეთებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი, რომელშიც ხშირად არის ნახსენები სიტყვა "ისტიშხადი", რაც თვითმკვლელობის მონაწილეობით ჩატარებულ სამხედრო თუ ტერორისტულ ოპერაციებს გულისხმობს. ტელეკომპანიის მტკიცებით, მიმოწერის ფრაგმენტი აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის იმ ტელეფონიდან აღადგინეს, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG