Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილს აუცილებლად შეხვდება


„მე დავით უსუფაშვილს გუშინ ტელეფონით ვესაუბრე, ჩვენ ერთმანეთს ნატო-ს სამიტის შემდეგ შევხვდებით,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 6 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა. პარასკევს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ის წერილის სულისკვეთებას „ვითარების შეფასების“ ნაწილში იზიარებს. „აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ეს წერილის ერთი ნაწილია. შემდეგაა კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ შეგვიძლია ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ მეც, ბატონი დავითიც და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG