Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძეს „პოზიტიური მოლოდინები“ აქვს ნატოს სამიტისგან


საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მას „საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები“ აქვს ნატოს სამიტიდან, რომელიც 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება. „არაწევრი ქვეყნების ფორმატში საქართველო მონაწილეობს ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შემუშავებული დღის წესრიგი იმ პროგრესს ასახავს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებით მიაღწია. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესს პარტნიორი ქვეყნები ჯეროვნად დააფასებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG