Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანის მოსახლეობა წყლის ნაკლებობას განიცდის


სომხეთის წყალმომარაგების კომპანია პირობას დებს, რომ სრულად აღდგება წყლის მიწოდება დედაქალაქის მოსახლეობისათვის, რომელიც სარეკორდო გვალვების გამო წყლის ნაკლეობას განიცდის. ერევნის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი ფრანგული კომპანია „ვეოლია“ აცხადებს, რომ 7 ივლისს წყალმომარაგებაში შეფერხება აღმოიფხვრება. შაბათს სომხეთში ვარდავარა, რელიგიური ფესტივალი იმართება, რომლის დროსაც ადამიანები ტრადიციის მიხედვით ერთმანეთს წყლით წუწავენ. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემაში შეფერხება სომხეთში გამოიწვია მაღალმა ტემპერატურამ, რომელიც ბოლო დღეებში 40 გრადუსზე ნარჩუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG