Accessibility links

პრეზიდენტი მარგველაშვილი აჭარაში ჩავა პოლიტიკური კონსულტაციებისათვის


საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ იგი ჩავა აჭარაში და კანონმდებლობის მიხედვით გამართავს კონსულტაციებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხზე. ეს პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც თავის ნებით თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. საქართველოს მმართველმა კოალიცია „ქართული ოცნებამ“ ამ პოსტზე წარადგინა თორნიკე რიჟვაძე, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. იგი აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე დეპუტატებმა ჟურნალისტებს 6 ივლისს წარუდგინეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მას მმართველი გუნდიდან აღნიშნულ თანამდებობაზე შემოთავაზება ჰქონდა, რაზეც დათანხმდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG