Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში რვა პირი დასაჯეს სიკვდილით, 2017 წელს თეირანში მომხდარი თავდასხმების გამო


ირანი აცხადებს, რომ სიკვდილით დასაჯა რვა პირი, რომლებიც ბრალდებულად იქნენ ცნობილი 2017 წელს, თეირანში, ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განხორციელებულ ორ თავდასხმაში, პარლამენტზე და ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის საკურთხეველზე. ირანის სასამართლო აცხადებს, რომ რვა მამაკაცი თანამშრომლობდა მათთან, ვინც უშუალოდ განახორციელა სისხლიანი თავდასხმები და მათ ირაღს და ფინანსებს აწვდიდა. 2017 წლის 7 ივნისს თავდასხმებს ემსხვერპლა სულ მცირე 17 ადამიანი, დაიჭრა 40-ზე მეტი. ეს ირანში პირველი ტერორისტული აქტი იყო, რომელზეც პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა. თავდასხმების საქმეზე ათობით პირი რჩება განსასჯელის სკამზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG