Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ის პროდუქტებზე გადასახადს ზრდის, ვაშინგტონის ნაბიჯების პასუხად


რუსეთი ამბობს, რომ აშშ-ის გარკვეულ პროდუქტებს უწესებს დამატებით საიმპორტო გადასახადს, აშშ-ის იმ ნაბიჯების პასუხად, რომლითაც უცხოურ ფოლადს და ალუმინს გადასახადები დაუწესდა. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ 6 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვი დამატებით გადასახადს დაუწესებს აშშ-ის იმ პროდუქციას, რომელსაც რუსეთში წარმოებული შემცვლელი მოეძებნება. ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, მაქსიმ ორეშკინმა თქვა, რომ გადასახადები 25-დან 40 პროცენტის ფარგლებში იქნება და დაუწესდება საგზაო მშენებლობის გარკვეულ მოწყობილობას, ნავთობისა და გაზის მოწყობილობას, მეტალის გადამამუშავებელ ინსტრუმენტებს, ბურღვის ინსტრუმენტებს და ოპტიკურ ბოჭკოს. სამინისტროს განცხადებით, ამ ზომების მიზანია იმ 88 მილიონი დოლარის ზარალის კომპენსირება, რომელიც რუსეთის ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს მიადგათ, აშშ-ის მიერ შემოღებული მეტალის ტარიფების გამო. სამინისტრო აცხადებს, რომ შესაძლოა სხვა ნაბიჯებიც გადაიდგას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG