Accessibility links

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის ძალებმა დაიკავეს მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორია


სირიის მთავრობის ძალებმა, რომლებსაც რუსეთის არმია უმაგრებს ზურგს, დაიკავეს იორდანიასთან საზღვრის ტერიტორია, მას შემდეგ, რაც სირიელ მეამბოხეებსა და რუსეთის შუამავლებს შორის შეთანხმება შედგა - იუწყებიან სირიის სახელმწიფო მედია და ომზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია. სააგენტო SANA 6 ივლისს იუწყებოდა, რომ მთავრობის ძალებმა 5 ივლისს, გვიან საღამოს დაიკავეს ნასიბის სასაზღვრო პუნქტი, მას შემდეგ, რაც მას სამი წლის განმავლობაში მეამბოხეები აკონტროლებდნენ. ამ ინფორმაციას ადასტურებს ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია. მანამდე მეამბოხეები აცხადებდნენ, რომ ახლოს იყვნენ მოსკოვთან შეთანხმების მიღწევასთან სირიის ძალებისთვის 30-მდე ქალაქის გადასაცემად, სირიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზონაში, რომელიც ესაზღვრება იორდანიას და ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG