Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს აშშ-ის ძალების წევრი, დაჭრილია ორი პირი


ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი მისია აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში მოკლეს აშშ-ის ძალების ერთი წევრი, დაჭრილია ორი. იუწყებიან, რომ თავდასხმა სავარაუდოდ შიგნიდან მოხდა. ავღანეთში ნატოს წვრთნისა და დახმარების მისია გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ორი დაჭრილი ამერიკელის მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება. განცხადებაში დეტალები არ არის დაკონკრეტებული და ნათქვამია, რომ მოკლულის სახელი ოჯახის ინფორმირებამდე არ გავრცელდება.
.

XS
SM
MD
LG