Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TDI-ს ხელმძღვანელი რუს გულშემატკივართან დაპირისპირებას იხსენებს


ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ეკა ჭითანავამ უკვე დატოვა პოლიციის განყოფილება, სადაც ის 7 ივლისს, ფეხბურთის რუს გულშემატკივართან შელაპარაკების შემდეგ იმყოფებოდა. გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით რაც ძალადობას გულისხმობს. ჭითანავა უარყოფს ძალადობის ფაქტს და კონსულტაციებს გადიის საიას და მისი ორგანიზაციის იურისტებთან.

„რადიო თავისუფლებასთან“ ეკა ჭითანავა იხსენებს, რომ ბათუმში, ანბანის კოშკთან საგულშემატკივროდ მისულ რუს ტურისტ გოგოს, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, იმის გამო რომ ის რუსეთის დროშას აფრიალებდა. მისი თქმით ამის შემდეგ, რუსეთის მოქალაქემ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ მას სცემდნენ.

„წაგვიყვანეს განყოფილებაში. მე გამომყვა ჩემ გვერდით მყოფი ორი ქართველი, რომლებსაც არ ვიცნობდი. იმ გოგოს გაყვა ერთი მეგობარი. დღეს დილამდე მიმდინარეობდა გამოკითხვა განყოფილებაში. გამოკითხეს ის გოგო და მისი მოწმე, ასევე ჩემი ორი მოწმე. მეც ვაპირებდი ჩვენების მიცემას, თუმცა თავი შევიკავე, რადგან ადვოკატი არ მყავდა და გადავწყვიტე იურისტებთან გამევლო კონსულტაცია და ადვოკატი დასწრებოდა ჩემ გამოკითხვას“, აცხადებს ეკა ჭითანავა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელი სავარაუდოდ გამოკითხვაზე ადვოკატის თანხლებით დღეს ან ხვალ მივა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG