Accessibility links

რუსეთის ნაკრები ჩემპიონატს გამოეთიშა, მაგრამ ქვეყანა ესალმება "გმირებს"


რუსეთის ოცნება, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისას ჩემპიონიც გამხდარიყო, დასრულდა ხორვატიის ნაკრებთან მარცხით, მაგრამ ქვეყნის ლიდერები, მოქალაქეები და ოპოციზიის აქტივისტიც კი მადლობას უძღვნიან თავიანთი ქვეყნის ნაკრებს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისს დილით ადრე განაცხადა, რომ ნაკრებით "ამაყობს", მიუხედავად მათი დამარცხებისა ხორვატიის ნაკრებთან, პენალტების სერიით, ანგარიშით 4-2. სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვებს - რომ პუტინი, რომელიც მატჩს შორიდან ადევნებდა თვალს, მოთამაშეებს "გმირებად" მიიჩნევს, დამარცხების მიუხედავად. "[პრეზიდენტი] უყურებდა. ის გულშემატკივრობდა ნაკრებს. ჩვენ სამართლიან და დიდებულ თამაშში წავაგეთ. ისინი ჩვენთვის კვლავაც მაგარი ბიჭები არიან, გმირები არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს და ჩვენ მათით ვამაყობთ" - ამბობს პესკოვი. თავად რუსეთის ნაკრები აცხადებს, რომ ჩემპიონატს "ცრემლიანი თვალებით, მაგრამ ამაყად აწეული თავებით" ტოვებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG