Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ფინანსურ დანაშაულზე ბრალი წაუყენეს ექსპრეზიდენტის ძმას


სერჟ სარგსიანი
სერჟ სარგსიანი

სომხეთი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმას ოფიციალურად წარედგინა ბრალი ფინანსურ დანაშაულში. ეს ერთ-ერთია იმ რამდენიმე ნაბიჯიდან, რომელიც სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში გადადგეს ყოფილი ლიდერის ახლო სანათესაოს წინააღმდეგ. სომხეთის გამოძიების საგანგებო სამსახურმა 7 ივლისს განაცხადა, რომ ლევონ სარგსიანს, ისევე, როგორც მის ვაჟს, ნარეკს და ქალიშვილ ანის, უკანონო ბიზნესაქტივობის წარმოების ბრალდება წარედგინათ. ამავე კომიტეტის თანახმად, ლევონ და ანი სარგსიანებს ასევე წარედგინებათ გაყალბების ბრალდება. კომიტეტი აცხადებს, რომ სასამართლომ უკვე გასცა ლევონ სარგსიანის დაპატიმრების ორდერი. სასამართლომ ასევე გასცა ანი სარგსიანის ძებნის ორდერი, თუმცა იქვე განაცხადა, რომ და-ძმას უფლებას დართავენ ხელი მოაწერონ ქვეყნიდან გაუსვლელობის დოკუმენტს, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ამ პოსტზე 8 მაისს არჩევის შემდეგ პირობა დადო, რომ კორუფციას შეებრძოლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG