Accessibility links

ოფიციალური პირები: ტაილანდის მღვიმიდან უკვე რამდენიმე ბიჭია ამოყვანილი


ტაილანდის ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე ბიჭია ამოყვანილი დატბორილ მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდის და მათი მწვრთნელის ჯგუფიდან. ტაილანდში მაშველებმა 8 ივლისს დაიწყეს ოპერაცია ჯგუფის გადასარჩენად, იუწყებიან, რომ ამინდიდან გამომდინარე ეს ოპერაცია შესაძლოა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდეს. "ამინდი ხელსაყრელია, წყლის დონე კარგია. მყვინთავები მზად არიან. ბიჭები ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად მზად არიან გამოსასვლელად" - განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა, ნარონგსაკ ოსოტჰანაკორნმა, 8 ივლისს. ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ მყვინთავები მთელი მსოფლიოდან, ძირითადად ევროპიდან. ყოველ ბიჭს ორი მყვინთავი გამოყვება მთელი გზის მანძილზე. მოზარდები და მათი მწვრთნელი 23 ივნისს მღვიმეს ათვალიერებდნენ, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო გამოსვლა ვეღარ შეძლეს. მათი გადარჩენის ოპერაციას მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG