Accessibility links

ტაილანდიდან მოსული ახალი ინფორმაციით, მღვიმიდან ამოყვანილია ოთხი ბიჭი, ოპერაცია გრძელდება


ტაილანდიდან გავრცელებული ცნობით, დატბორილი მღვიმიდან ამ ეტაპისთვის ამოყვანილია ოთხი ბიჭი. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექვსი მოზარდი იყო ამოყვანილი მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდის და მათი მწვრთნელის ჯგუფიდან. სამი ბიჭი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მეოთხე სასწრაფო დახმარების მანქანით. პროვინციის გუბერნატორის, ნარონგსაკ ოსოტჰანაკორნის ცნობით, მაშველებს 10-20 საათამდე დრო ესაჭიროებათ საიმისოდ, რომ შემდეგი ოპერაცია დაიწყონ, მღვიმეში დარჩენილი ბიჭების გადასარჩენად. ტაილანდში მაშველებმა 8 ივლისს დაიწყეს ოპერაცია, იუწყებიან, რომ ამინდიდან გამომდინარე ეს ოპერაცია შესაძლოა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ მყვინთავები მთელი მსოფლიოდან, ძირითადად ევროპიდან. ყოველ ბიჭს ორი მყვინთავი გამოყვება მთელი გზის მანძილზე. მოზარდები და მათი მწვრთნელი 23 ივნისს მღვიმეს ათვალიერებდნენ, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო გამოსვლა ვეღარ შეძლეს. მათი გადარჩენის ოპერაციას მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG