Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფა ხორვატ ფეხბურთელს აფრთხილებს განცხადებისთვის "დიდება უკრაინას"


ფიფამ ოფიციალური გაფრთხილებით მიმართა ხორვატ ფეხბურთელს, უკრაინის შესახებ მისი განცხადების გამო მას შემდეგ, რაც ხორვატიის ნაკრებმა რუსეთი ჩამოაშორა მსოფლიო ჩემპიონატს. 8 ივლისს ფიფამ განაცხადა, რომ მისმა სადისციპლინო კომიტეტმა გაფრთხილება გაუგზავნა ხორვატ მცველს, დომაგოი ვიდას, რომელიც მისი ნაკრების გამარჯვების შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში სკანდირებდა ლოზუნგს "დიდება უკრაინას".

რუსეთს საერთაშორისო სანქციები აქვს დაკისრებული, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანქესირების და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. 2014 წლის აგვისტოს შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს ემსხვერპლა 10300-მდე ადამიანი. უკრაინის ბევრმა წარმომადგენელმა და კრემლის ბევრმა კრიტიკოსმა თავის დროზე მწვავედ გააკრიტიკეს ფიფას გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში გამართვის შესახებ - მათი შეფასებით, ამ შეჯიბრით გადაიფარება კრემლის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი ვითარება და მოსკოვის აგრესია უკრაინაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG