Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიდეოში ცეკვის გამო ირანში დააკავეს ახალგაზრდა ქალი


ირანში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ინსტაგრამის გვერდზე ატვირთა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოები. მას ამ გვერდზე 40,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც მაედე ჰოჯაბრი, რომელიც 18, ან 19 წლის არის, აღიარებს, რომ მან დაარღვია მორალური ნორმები, თუმცა იქვე აცხადებს, რომ სხვებისთვის არ მიუცია წამხედურობის მაგალითი. სიუჟეტში მისი სახე დაფარული იყო, იქვე ჩანდა სხვა პირებიც, რომლებიც მსგავსი ბრალდებებით არიან პატიმრობაში. ​ირანის სახელმწიფო ტელევიზია ხშირად აჩვენებს აღიარებებს, რომლებიც, აქტივისტების შეფასებით, ზეწოლის ქვეშ არის მოპოვებული. ირანში მოქმედი ისლამური კანონები კრძალავს საჯაროდ ცეკვას. ჰოჯაბრის თავის გვერდზე გამოქვეყნებული აქვს ათობით ფოტო და ვიდო, რომლებიც ასახავს მის ცეკვას დასავლურ პოპ და რეპ მუსიკაზე და მას ვიდეოებში არ აცვია ისლამური წესებისთვის შესაფერისი სამოსი. ზოგიერთი ცნობით, ჰოჯაბრი თავდებითაა გათავისუფლებული. ირანის პოლიცია აცხადებს, რომ დახურავს მსგავს გვერდებს ინსტაგრამზე - რომელსაც მილიონობით ირანელი მოიხმარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG