Accessibility links

თურქეთში ახალი ბრძანებით დაითხოვეს 18000-ზე მეტი საჯარო მოხელე


თურქეთში გამოიცა ახალი ბრძანება, რომლის საფუძველზეც სამსახურებიდან დაითხოვეს 18000-ზე მეტი საჯარო მოხელე, მათგან ნახევარი პოლიციის წევრი - ბრძანებაში ნათქვამია, რომ არსებობს ეჭვი მათი კავშირების შესახებ "ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მოქმედ" ჯგუფებთან. 8 ივლისს გავრცელებული განცხადებით ქვეყნის მასშტაბით დაიხურა 12 ასოციაცია, სამი გაზეთი და ერთი ტელეარხი. ამ ნაბიჯის ფონია მიმდინარე თვისთვის გათვალისწინებული გეგმა ორი წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო ვითარების გაუქმების თაობაზე. საგანგებო ვითარება ამოქმედდა 2016 წლის ივლისში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ. თურქეთის მთავრობა არშემდგარ გადატრიალებაში ადანაშაულებს აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენს. გადატრიალების მცდელობას 250 ადამიანი შეეწირა. გიულენი უარყოფს კავშირს გადატრიალების მცდელობასთან, რომლის შემდეგაც თურქეთში დააპატიმრეს ათი ათასობით პირი, მათ შორის საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები და მასწავლებლები, იმ კამპანიის ფარგლებში, რომლითაც გიულენის მხარდამჭერებს ებრძვიან. ათი ათასობით მოქალაქე სამსახურებიდან იქნა დათხოვნილი. უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის ამნესტი ინტერნეიშენალი ამ კამპანიას აკრიტიკებენ და მას განურჩეველს უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG