Accessibility links

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს საქართველოს რეზოლუციას აგვისტოს ომის შედეგების შესახებ


ბერლინში გრძელდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესია. განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი “10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ.“ მასში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, დევნილთა დაბრუნების და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე და დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების აუცილებლობაზე.

სესიის პირველ დღეს, 7 ივლისს, მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციამ მოითხოვა საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის დღის წესრიგიდან ამოღება. კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრისას რუსეთის დელეგაციის მოთხოვნას მხოლოდ ორი მხარდამჭერი ჰყავდა და უმრავლესობით - 29 ხმით, რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგში დარჩა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, რეზოლუციის პროექტი სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოიცავს საქართველოს ახალ ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ,“ რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობას. კომიტეტებში განხილვის შემდეგ, რეზოლუციის პროექტს კენჭი ეყრება პლენარულ სხდომაზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომები 10 და 11 ივლისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG