24-მდე გაიზარდა თურქეთის რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. მანამდე დადასტურებული იყო 10 ადამიანის გარდაცვალება. თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში რელსებიდან გადავიდა და ამოტრიალდა მატარებელი, რომელიც ქალაქ კაპიკულედან სტამბოლისკენ მიემგზავრებოდა. დაშავებულია ასამდე ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფა უამინდობამ - ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მატარებელში 360-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
თურქეთში გაიზარდა სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა