Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილმა შეწყვიტა ერთკვირიანი შიმშილობა


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ დღეს შეწყვიტა ერთკვირიანი შიმშილობის აქცია. თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა 2 ივლისს დაიწყო მისი უფლებების ხელყოფისადმი პროტესტის ნიშნად და სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომის მოსაპოვებლად.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს ბრალად სდებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ. სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ყველა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, აკრძალული აქვს ოკუპირებული რეგიონის დატოვება. თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ყველა საქმე გაყალბებულია და 11 თვეა, მისი უფლებები ფეხქვეშ ითელება. სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, დე ფაქტო პროკურატურა არ ჩქარობს სასამართლოში საქმის გაგზავნას და, გაგზავნის შემთხვევაშიც, პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ მორალური ზეწოლა და ყველა ფინანსური რესურსი ამოუწურონ. სამოქალაქო აქტივისტი სოციალური ქსელებით მუდმივად წერს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილი პრობლემების, ადამიანის უფლებების დარღვევების და კორუფციის შესახებ.

XS
SM
MD
LG