Accessibility links

ტაილანდში უკანასკნელი ბავშვი ამოიყვანეს დატბორილი მღვიმიდან


ტაილანდში უკანასკნელი, მეთორმეტე ბავშვი ამოიყვანეს დატბორილი მღვიმიდან ზედაპირზე. ბოლო ორი დღის განმავლობაში მღვიმიდან ამოიყვანეს 8 ბავშვი. 23 ივნისს 11-დან 16 წლამდე ასაკის 12-მა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა უამინდობის გამო ჩიანგრაის პროვინციაში მდებარე ხაო ლუანგის გამოქვაბულს შეაფარეს თავი. ძლიერი წვიმის შედეგად გამოსასვლელი წყლით აივსო და მოზარდები და მათი მწვრთნელი გარე სამყაროს მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ. მათი გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობენ მაშველები მთელი მსოფლიოდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG