Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი "ლეოგრანდის" იურისტი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრალდებას უარყოფს


ბათუმში მდებარე სასტუმროს, „ველმონდის,“ ყოფილი „ლეოგრანდის“ იურისტმა კახაბერ წერეთელმა ბიზნესზე დარტყმად შეაფასა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნა, შენობისთვის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ. წერეთლის თქმით, ამ სამსახურის მიმართვა სასამართლოსადმი, მოულოდნელი იყო. „ყოველდღიურ რეჟიმში მათთან თანამშრომლობა მიმდინარეობდა. რაიმე წერილობითი შეტყობინება სასტუმროს არ ჩაბარებია. ისეთ ვითარებაში, როდესაც სეზონია, ეს არის ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმა. აუცილებელი მოთხოვნები დაცულია, სხვანაირად არც ერთი სტუმარი სასტუმროში არ იქნება“ - განუცხადა ჟურნალისტებს კახაბერ წერეთელმა.

სასტუმრო "ლეოგრანდს" სახელი შეეცვალა 2017 წლის ნოემბერში მომხდარი ხანძრის შემდეგ, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG