Accessibility links

პესკოვმა აშშ-ის სენატორ კენედის განცხადებას უწოდა „სტერეოტიპებისა“ და „რუსოფობიის“ გამოვლინება


დმიტრი პესკოვი

კრემლმა კომენტარი გაუკეთა აშშ-ის სენატორ ჯონ კენედის განცხადებას. ლუიზიანელმა სენატორმა, რომელიც გასულ კვირაში რესპუბლიკელ კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იმოგზაურა რუსეთში, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნდობა რა შეიძლება და მოსკოვთან ურთიერთობა „მაფიასთან ურთიერთობას“ შეადარა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კენედის ამ განცხადებას უწოდა „სტერეოტიპებისა“ და „რუსოფობიის“ გამოვლინება.

აშშ-ის დელეგაცია 30 ივნისიდან 4 ივლისამდე იმყოფებოდა მოსკოვში. ამ ხნის განმავლობაში მათ გამართეს რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და სახელმწიფო დუმის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინთან. კრემლში განაცხადეს, რომ სავსებით კმაყოფილი არიან ამერიკელთა ვიზიტით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG