Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს კარგი შედეგი აქვს


იან სტოლტენბერგი: საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:22 0:00

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ სამიტზე, რომელიც 11 ივლისს, ბრიუსელში იწყება, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები აღიარებენ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს რეფორმების განხორციელების და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ჩვენ ასევე მადლიერი ვართ იმისათვის, რომ საქართველო განაგრძობს ნატოს მისიებისა და ოპერაციების მხარდაჭერას, განსაკუთრებით - ავღანეთში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს კარგი შედეგი აქვს. არ შემიძლია მოგცეთ კონკრეტული გრაფიკი, მაგრამ მონტენეგრო უკვე გაწევრიანდა ნატოში; ხოლო ხვალ, დიდი ალბათობით შევძლებთ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას, მაკედონიას შევთავაზოთ გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყება. ეს აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღიაა“ - განაცხადა 10 ივლისს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ნატო გააგრძელებს გაწევრიანების გზაზე საქართველოს დახმარებას. „ჩვენ ასევე მოველით, რომ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდებიან, რომ კვლავ ძალაშია 2008 წელს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“ - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG