Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩის თქმით, ვაშინგტონი არ აპირებს ნატოსთვის ზურგის შექცევას


ბეილი ჰაჩისონი
ბეილი ჰაჩისონი

ნატოს სამიტის წინ, რომელიც ბრიუსელში გაიმართება 11-12 ივლისს, ნატოში აშშ-ის ელჩმა ბეილი ჰაჩისონმა ისაუბრა სამიტისთვის მზადებაზე და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმებზე. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების ქონა, რათა შესაძლებელი იყოს მოსკოვთან იმაზე ლაპარაკი, თუ რა აქვს მას გამოსასწორებელი. ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე, რომელიც ჰელსინკიში გაიმართება 16 ივლისს, ის დასვამს უკრაინის, კერძოდ, ყირიმის საკითხს. „არსებობს ბევრი სფერო, სადაც რუსეთი უნდა შემობრუნდეს და თქვას, რომ სურს იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი და არა ამ თავისუფალი სამყაროს ხელის შემშლელი“. ჰაჩისონის თქმით, აშშ არ აპირებს ნატოსთვის ზურგის შექცევას და ამას სამიტზე დაადასტურებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჰაჩისონმა ილაპარაკა საქართველოს შესახებაც. ელჩის თქმით, საქართველო ნატოს ერთ-ერთი მოწინავე პარტნიორია. მან გამოთქვა იმედი, რომ საქართველო საბოლოოდ გახდება ნატოს წევრი.

XS
SM
MD
LG