Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნოვიჩოკით" მოწამლულ ბრიტანელ ჩარლი როულის კვლავ დაუბრუნდა ცნობიერება


ინგლისში „ნოვიჩოკის“ კლასის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლულ ბრიტანელ ჩარლი როულის კვლავ დაუბრუნდა ცნობიერება. როგორც ბიბისი იტყობინება ექიმებზე დაყრდნობით, 45 წლის როულის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. ის განუწყვეტლივ იმყოფება ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. სოლსბერის საავადმყოფოში აღნიშნავენ, რომ როულის სიცოცხლეს ჯერ კიდევ ემუქრება საფრთხე. სხვა დეტალებზე ისინი არ საუბრობენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა 44 წლის დონ სტერჯესი, რომელიც როულისთან ერთად მოიწამლა „ნოვიჩოკით“. მისი სიკვდილის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG