Accessibility links

ცნობილ ტაჯიკ ჟურნალისტს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ტაჯიკეთის სასამართლომ ცნობილი ჟურანილისტი, ჰაირულო მირსაიდოვი გაასამართლა და 12-წლიან პატიმრობა მიუსაჯა. ქალაქ ხუჯანდის სასამართლომ მირსაიდოვი დამნაშავედ სცნო სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და ბოროტად გამოყენებაში, ასევე პოლიციისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში. მასვე ბრალდებოდა რელიგიური და ეროვნული შუღლის გაღვივება. მირსაიდოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმის აღძვრა უკავშირდებოდა მთავრობაში კორუფციის გამო კრიტიკული რეპორტაჟებს. მირსაიდოვის ადვოკატმა განაჩენს "არასამართლიანი" უწოდა და განაცხადა, რომ მას გაასაჩივრებენ. მირსაიდოვი დამოუკიდებელი ჟურნალისტია და „აზია-პლუსსა“ და „დოიჩე ველესთან“ თანამშრომლობდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG