Accessibility links

მერკელი და ტრამპი ბრიუსელში პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს


თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს ნატოს ორდღიანი სამიტის დროს ბრიუსელში. ცნობა მათი შეხვედრის შესახებ გავრცელდა რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც ტრამპმა მძაფრად გააკრიტიკა სამხედრო სფეროში ნაკლები თანხების ხარჯვისთვის გერმანია და ბრალად დასდო ბერლინს, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსეთის „ტყვეობაშია“. დონალდ ტრამპმა კონფრონტაციულ ტონს მიმართა ბრიუსელში, ნატოს ორდღიანი სამიტის დასაწყისში. მან გააკრიტიკა გერმანია, რომ რუსეთს „მილიარდ დოლარიან“ პროექტზე, ბუნებრივი აირის მილსადენის გარშემო ურიგდება და ამ დროს აშშ-სგან მოელის რუსეთისგან დაცვასო. ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ საუზმეზე, სამიტის გახსნისას, 11 ივლისს ტრამპმა განაცხადა: „ვიცავთ გერმანიას. ვიცავთ საფრანგეთს. ყველას ვიცავთ", და დასძინა, "უსამართლოა ეს ჩვენი ქვეყნის, უსამართლოა გადასახადების ამერიკელი გადამხდელების მიმართ“. ტრამპის თქმით, გერმანიას „სრულად აკონტროლებს რუსეთი“ და ის „რუსეთის ტყვეა“, რადგან მის ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და მოსკოვთან თანხმდება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის გარშემო.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG