Accessibility links

თეა წულუკიანი: ნათლიის სტატუსი არ იყო მთავარი მიზეზი


თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის მთავარ მიზეზად არ ასახელებს იმ ფაქტს, რომ ის შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა. 11 ივლისს, საპროკურორო საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, 15-დან12-მა წევრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატად შეარჩია შალვა თადუმაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატი. იუსტიციის მინისტრა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს თეა წულუკიანს, სხვა ორი წევრის მსგავსად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი განცხადებით, ნათლიის სტატუსის გარდა, „იყო უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები“, რის გამოც მან უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

„მე დღეს კენჭისყრაში არ მივიღე მონაწილეობა იმისთვის, რომ კენჭისყრაში ჩემი მონაწილეობით რაიმე ტიპის, თუნდაც პატარა ჩრდილი არ მისდგომოდა ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების გადაწყვეტილების თავისუფალ არჩევანს, როგორიც არის, მაგალითად, ბატონი თემურ მონიავა; როგორიც არის, მაგალითად, ქალბატონი ირმა ჭკადუა; როგორიც არის ჩვენი პროკურორთა კორპუსის რვა წარმომადგენელი, როგორიც არის ორი მოსამართლე... რომ მერე, მავანს არ ეძახა, რომ ეს არის წულუკიანის გადაწყვეტილება. ეს ამ ადამიანებისთვის იქნებოდა დაკნინება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კენჭისყრის შედეგად, ვერცერთი ხმა ვერ მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ნინო გოგნიაშვილმა; ხოლო პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა შალვა შავგულიძემ თავისი კანდიდატურა საბჭოშიგასაუბრების პროცესის დაწყებამდე მოხსნა.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენსსაქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორისკანდიდატურაზე. თუ მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობასგანაცხადებს, კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი მთავარპროკურორს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG