Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ მაკედონია ოფიციალურად მიიწვია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე


ნატომ ოფიციალურად მიიწვია მაკედონია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე. მაკედონია ნატოს წევრი გახდება მხოლოდ მაშინ, თუ მოაგვარებს საბერძნეთთან სახელწოდების თაობაზე უთანხმოებას. მიწვევა, რომელსაც ყველა მოელოდა, 11 ივლისს ნატოს სამიტის შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გამოქვეყნდა ალიანსის 29 წევრის მიერ. მიწვევა იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას გაუგზავნეს მას მერე, რაც მიაღწია ნატოსა და ევროკავშირის წევრ საბერძნეთთთან თავისი ოფიციალური დასახელების გამო შეთანხმებას. საბერძნეთს არ სურდა თანხმობა განეცხადებინა მაკედონიის წევრობაზე, რადგან მის ერთ-ერთ რეგიონს იგივე დასახელება აქვს. წელს ორი ქვეყანა მორიგდა და მაკედონია შეიძლება გახდეს ნატოს 30-ე წევრი, თუ მისი ხალხი რეფერენდუმში მიემხრობა მთავრობის შეთანხმებას. ნატოში მაკედონიის გაწევრიანების პერსპექტივით უკმაყოფილება უკვე გამოხატა რუსეთმა, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება. პრესამ გაავრცელა ცნობა 11 ივლისს, რომ საბერძნეთი ქვეყნიდან გააძევებს ორ რუს დიპლომატს და ორ სხვას ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს მათი მცდელობის გამო, ჩაეშელათ გასული თვის მორიგება ათენსა და მაკედონიას შორის. რუსეთმა განაცხადა, რომ სათანადო პასუხს გასცემს ამ ქმედებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG