Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო დამოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება


საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავაც უჭერს მხარს და რუსეთს მოუწოდებს, საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გაიყვანოს თავისი ძალები სამივე ქვეყნის ტერიტორიებიდან. ალინსის ბრიუსელის სამიტის მონაწილეთა მიერ 11 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფებად აღიარება და შეასრულოს „2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კონკრეტულად, რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანა, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და საზღვრის მსგავსი ზღუდეების აგება.” დეკლარაციაში მეორდება 2008 წელს, ალიანსის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, MAP-ის, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილის გზით. დეკლარაციის ავტორები მიესალმებიან წინსვლას, „რომელიც მიღწეულია 2008 წლის შემდეგ. ჩვენ მივესალმებით ცენტრალურ როლს, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიამ და მიმდინარე ეროვნულმა პროგრამამ ითამაშესბოლო ათწლეულში პოლიტიკური დიალოგისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაში”.

ნატოს სამიტის დეკლარაცია აღიარებს იმ წინსვლას რომელსაც საქართველომ მიაღწია რეფორმების გატარების საქმეში, რეფორმებისა, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და რომლებიც ეხმარება საქართველოს როგორც სახელმწიფოს,რომელიც ესწრაფვის გაწევრიანებას, მოემზადოს გაწევრიანების გზაზე და რაც აძლიერებს საქართველოს უნარს, თავი დაიცვას და იყოს ალიანსთან თავსებადი. დეკლარაცია აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან და ურყევ წვლილს ნატოს სამშვიდობო მისიებში. ალიანსი მზად არის გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის წვრთნისა და უსაფრთხო კომუნიკაციის მხრივ. დეკლარაციის მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ ნატოს წევრების გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ, მიღებული უელსის და ვარშავის სამიტეზე, ძალაშია. ამ პუნქტის ბოლოში წაიკითხავთ: ნატოს არ ესწრაფვის კონფრონტაციას რუსეთთან არ უქმნის მუქარას რუსეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG