Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოველთა გამრავლების კონტროლის მიზნით კანონში ცვლილებები იგეგმება


ცხოველების გამრავლების კონტროლის მიზნით კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, მიუსაფარი ცხოველები საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შემოდიან და მათი მიგრაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება. სააგენტოს 2015 წლისმონაცემებით, თბილისში 43 ათასი მიუსაფარი ძაღლია. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, თბილისში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის დათვლა მომავალი წლისთვის იგეგმება: „ცვლილებები უნდა შევიდეს შინაური, ბინადარი ცხოველების შესახებ კანონში. პარლამენტში უკვე დაწყებულია განხილვა, რომელშიც ჩვენი აზრით, აუცილებლად უნდა ჩაიდოს ცხოველთა გამრავლების კონტროლი. ადამიანს, რომელსაც ცხოველის გამრავლება უნდა, ამისთვის დასჭირდება სპეციალური ნებართვა და ლიცენზია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მიუსაფარი ცხოველების შემცირებას მოგვცემს", -განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG