Accessibility links

დონალდ ტრამპმა განაახლა ნატოში ამერიკის მოკავშირეთა მწვავე კრიტიკა


როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ბრიუსელიდან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაახლა ნატოში ამერიკის მოკავშირეთა მწვავე კრიტიკა ბრიუსელის სამიტზე. მან ნატოს ლიდერებისგან მოითხოვა, ოთახის დატოვება ეთხოვათ არაწევრი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებისთვის, რათა გაიმართოს გეგმით გაუთვალისწინებელი შეხვედრა მხოლოდ ალიანსის წევრებს შორის.

დღესვე, ნატოს სამიტის მსვლელობისას, ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ალიანსის წევრებმა საერთო შიდა პროდუქტის 2% გამოყონ თავდაცვის ხარჯებისთვის, "დაუყოვნებლივ და არა 2025 წლისთვის".

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG