Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მოსკოვში შეხვდა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვში შეხვდა ალი აკბარ ველაიათის, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარ მრჩეველს - იუწყება რუსეთის მედია. პუტინთან შეხვედრამდე, მოსკოვში ჩასვლისას ველაიათიმ "სტრატეგიული" უწოდა ირანის და რუსეთის ურთიერთობას. "ინტერფაქსის" ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ირანის დელეგაცია კი მოიცავს ხამენეის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალი აშღარ ფატი სარბანგოლის და რუსეთში ირანის ელჩს, მეჰდი სანაის. ველაიათიმ ისაუბრა რუსეთ-ირანის თანამშრომლობაზე სირიაში, სადაც შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ორივე ქვეყანა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებს უჭერს მხარს. ველაიათის თქმით, ამ ომში მოწინააღმდეგეა "ტერორიზმი და მისი მხარდამჭერები".

XS
SM
MD
LG