Accessibility links

სომხეთში მკვლელობის მცდელობაში ბრალი წაუყენეს ექსპრეზიდენტის ძმისშვილს


სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმისშვილს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობაში, საქმეზე, რომელიც ათ წელიწადზე დიდი ხნის წინ დაიხურა - იუწყება სომხეთის სამართალდამცავი უწყება. 2007 წელს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ერევნის მოსახლე, დავით სიმონიანი. მოქალაქე ა.ღევოდნიანმა იმ დროს პოლიციას უთხრა, რომ სიმონიანი მან დაჭრა, როცა ქუჩაში ნაპოვნი იარაღი გაუვარდა. საგამოძიებო კომიტეტის თქმით, გამოძიება მაშინვე ჩატარდა, თუმცა საქმე დაიხურა, რადგან მხარეებმა შერიგებას მიაღწიეს, "საჩივრის არარსებობის საფუძველზე". მაგრამ მიმდინარე თვეში სომხეთის პროკურორებმა განაახლეს ინციდენტის გამოძიება და თქვეს, რომ გამოჩნდა "ახალი გარემოებები".

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG