Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ პუტინს: ირანს მოუწოდეთ გავიდეს სირიიდან


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს უთხრა ირანს სირიის დატოვებისკენ მოუწოდოს. ნეთანიაჰუმ 11 ივლისს ფეისბუკით დაწერა, რომ ეს მესიჯი პუტინს მიაწოდა კრემლში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მათ იმსჯელეს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომზე და იმ როლზე, რომელსაც ირანი ასრულებს, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების მხარდაჭერით. ნეთანიაჰუსა და პუტინის შეხვედრა ერთი დღით უსწრებდა წინ პუტინის შეხვედრას ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველთან, ალი აკბარ ველაიათისთან - რომელმაც 11 ივლისს თეირანის რუსეთთან ურთიერთობას "სტრატეგიული" უწოდა. სირიის ომის თაობაზე პუტინის შეხვედრები ისრაელის და ირანის ოფიციალურ პირებთან ხაზს უსვამს მის მისწრაფებას წარმოჩინდეს სამშვიდობო შუამავლად სირიაში და უფრო ფართოდ ახლო აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG