Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ნატოს ალიანსის სხვა წევრმა ქვეყნებმა თანხმობა განაცხადეს თავიანთი თავდაცვითი ბიუჯეტების გაზრდაზე, მას შემდეგ, რაც ტრამპი კრიტიკით გამოვიდა ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე. დაუგეგმავი შეხვედრის შემდეგ საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ ნატოს რამდენიმე სხვა წევრის ლიდერები დათანხმდნენ გეგმას უფრო სწრაფად მიუახლოვონ თავიანთი ხარჯები მიზანს, ანუ მშპ-ის 2 პროცენტს. ნატოს წევრმა ქვეყნებმა 2014 წელს განაცხადეს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის მიაღწევდნენ ხარჯების ამ სამიზნეს, 2 პროცენტს. ტრამპის თქმით, "შედარებით ნაკლებ წელიწადში" ნატოს მოკავშირეები დამატებით 33 მილიარდ დოლარს დახარჯავენ თავდაცვაზე. დაუგეგმავი შეხვედრის შემდეგ ტრამპი ამბობს, რომ ნატო ახლა "ძალიან ერთიანია, ძალიან ძლიერი, პრობლემები არ არის".


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG