Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი: პუტინთან შეხვედრა "ძალიან კონსტრუქციული" იყო


ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი, ალი აკბარ ველაიათი ამბობს, რომ "ძალიან კონსტრუქციული და მეგობრული" შეხვედრა ჰქონდა მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ირანის დელეგაცია, რომელსაც ველაიათი ხელმძღვანელობს, 12 ივლისს შეხვდა პუტინს მოსკოვში - იუწყება კრემლი. ველაიათიმ ირანის ტელევიზიას მოსკოვიდან უთხრა, რომ ხამენეი "მხარს უჭერს კავშირების გაღრმავებს რუსეთთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან" და რომ მოსკოვი "მზად არის ინვესტიციები განახორციელოს ირანის ნავთობის სექტორში". პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ველაიათიმ პუტინს წერილები გადასცა ხამენეისგან და ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანისგან - თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

XS
SM
MD
LG