Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დეპორტირებული პირის თვითმკვლელობის შემდეგ გერმანელი მინისტრის გადადგომას მოითხოვენ


ჰორსტ ზეეჰოფერის "საიმიგრაციო გეგმის" გარეკანი
ჰორსტ ზეეჰოფერის "საიმიგრაციო გეგმის" გარეკანი

გერმანელი მინისტრი, რომელიც მძაფრი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეა, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და მის გადადგომას ითხოვენ მას მერე, რაც გერმანიიდან სამშობლოში, ავღანეთში დეპორტირებულმა 23 წლის კაცმა 10 ივლისსს თავი მოიკლა ქაბულში. თვითმკვლელობის შემდეგ დღეს გერმანიის ოპოზიციურმა პარტიებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰორსტ ზეეჰოფერს გადადგომა მოსთხოვეს. გერმანიამ 4 ივლისს იძულებით გაამგზავრა სამშობლოში თავშესაფრის მსურველი 69 ავღანელი. პირი, რომელმაც თავი მოიკლა, რვა წელი იმყოფეოდა გერმანიაში და თავშესაფრის მოპოვების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ავღანეთში იქნა დეპორტირებული. ზეეჰოფერი საიმიგრაციო პოლიციკაში მძაფრი ხაზის მომხრე პოლიტიკოსი, თავშესაფრის 69 მსურველის დეპორტაციას მიესალმა და აღნიშნა, რომ დეპორტაცია მის 69-ე დაბადების დღეს განხორციელდა.

XS
SM
MD
LG