Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი მოელის რომ ირანელები დაურეკავენ და შეთანხმებას მოსთხოვენ


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოელის, რომ მას ირანის ოფიციალური პირები მომავალში დაურეკავენ შეთავაზებით, რათა უშიშროების სფეროში ვაშინგტონის შეშფოთება შემცირდეს. ნატოს სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში, 12 ივლისს ტრამპმა თქვა, რომ თეირანი აშშ-ს ეპყრობა „ბევრად უფრო მეტი პატივისცემით ახლა, ვიდრე უწინ აკეთებდა ამას“. ვიცი, თქვა ტრამპმა, ახლა მათ „ბევრი პრობლემა აქვთ და ეკონომიკა დაშლის გზაზეა“. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რაღაც მომენტში „ისინი დამირეკავენ და მეტყვიან, მოდი, შევთანხმდეთ. ახლა დიდ ტკივილს გრძნობენ“, განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა 12 ივლისს, რომ აშშ-ის ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი ეკონომიკური ზეწოლა უნდა განახორციელოს ირანზე. პომპეომ ირანს ბრალად დასდო ახლო აღმოსავლეთში იარაღის გაყიდვა გაეროს რეზოლუციის დარღვევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG