Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში ცერემონიით აღინიშნა მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება


ნატოს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი, ოფიციალურად მიესალმა მაკედონიის პრემიერ-მინისტრს, ზორან ზაევს ცერემონიაზე, რომელზეც აღინიშნა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება, რასაც რუსეთის მხრიდან განრისხებული პასუხი მოჰყვა. „ახლა დაიწყება კონკრეტული მოლაპარაკება, რათა თქვენს ქვეყანას დავეხმაროთ სრული წევრობისთვის საბოლოო მზადებაში,“ უთხრა სტოლტენბერგმა ზაევს ნატოს ბრიუსელის სამიტის კულუარებში გამართული შეხვედრისას, 12 ივლისს. "მას მერე, რაც თქვენს ქვეყანაში დასრულდება ყველა პროცედურა და ნატოელი მოკავშირეები თქვენს წევრობას დაამტკიცებენ, თქვენ გახდებით ნატოს 30-ე წევრი მაგიდასთან ადგილით, თანასწორუფლებიანი ხმით ჩვენი დისკუსიებისას და თანასწორუფლებიანი ხმით ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებისას“, უთხრა ზაევს სტოლტენბერგმა. ზაევი მიესალმა გადაწყვეტილებას, რომელიც მოსალოდნელი იყო და მას უწოდა „დიდი, ისტორიული დღე“ მაკედონიისთვის, რომლის მოსახლეობა ორ მილიონს ითვლის. „ნატოში მაკედონიის ძალით შეყვანა მხოლოდ ადასტურებს, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა „თვითმიზნად“ და გეოპოლიტიკური ტერიტორიაზე კონტროლის გაძლიერების იარაღად გადაიქცა“, წაიკითხავთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში 12 ივლისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG