Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: საჯარო აქტივობა დავასრულე


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა მცხეთაში, სადაც სვეტიცხოვლობის საეკლესიო დღესასწაულისადმი მოძღვნილ წირვას დაესწრო. ჟურნალისტებმა გიორგი კვირიკაშვილის ჰკითხეს, როგორ აფასებს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ გუნდს და აპირებს თუ არა საჯარო აქტივობის გაგრძელებას.

„რა პოლიტიკაზეა საუბარი, დღესასწაულზე ვარ მოსული. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ზუსტად ერთი თვის წინ, 13 ივნისს დატოვა.

XS
SM
MD
LG