Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე არ ამბობს აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტს, ამას თავად იტყვის. ზურაბიშვილმა უარყო, რომ ამ თემაზე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „რისი თქმაც მინდა, გეტყვით იმ დღეს, როცა მე გადავწყვეტ. ყველას დაგიბარებთ და ყველას გეტყვით. მაქვს ბრიფინგების გამოცდილება და ბრიფინგს ჩავატარებ“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა. მისი ინფორმაციით, განცხადებას ალბათ, თვის ბოლომდე გააკეთებს.

დღეს სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნებზეც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ თავისი მაჟორიტარი კანდიდატი არ ჰყავდა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, სადაც საინიციატივო ჯგუფის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG