Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლეგ სენცოვის დედა პუტინს სთხოვს შვილის შეწყალებას


ოლეგ სენცოვი
ოლეგ სენცოვი

უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის დედამ შვილის შეწყალების თხოვნით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. რადიოსადგურმა „ეხო მოსკვიმ“ გამოაქვეყნა ლუდმილა სენცოვას წერილი, რომელიც 22 ივნისითაა დათარიღებული. „ოლეგის უდანაშაულობაში დარწმუნებას არ დაგიწყებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მჯერა. უბრალოდ, ვიტყვი, რომ მას არავინ მოუკლავს. ოთხი წელი საპატიმროში უკვე მოიხადა. მას ელოდებიან შვილები, რომლებიც მამის გარეშე ბედნიერი ვერ იქნებიან“- აღნიშნავს რეჟისორის დედა. ივნისის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტს ოლეგ სენცოვის შეწყალების თხოვნით მიმართა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმაც. თავად ოლეგ სენცოვმა უარი თქვა პრეზიდენტ პუტინისთვის მიემართა შეწყალების თხოვნით.

უკრაინელი რეჟისორი, რომელიც სასჯელს ურალის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში იხდის, 14 მაისიდან შიმშილობს რუსეთის საპატიმროებში მყოფი 64 უკრაინელის გათავისუფლების მოთხოვნით. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველი ორგანიზაციები ოლეგ სენცოვს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. 13 ივლისს უკრაინელ რეჟისორს 42 წელი შეუსრულდა.

XS
SM
MD
LG