Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა პირველი კონსულტაცია გამართა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის შესარჩევად


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დაასრულა კონსულტაციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასა და ოპოზიციასთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარსადგენად. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის შეხვდება უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით მყოფი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს და სხვა კანდიდატების დასახელების შემთხვევაში, მათაც შეხვდება. მარგველაშვილის თქმით, მზად არის მოისმინოს სამოქალაქო საზოგადოების პოზიციაც.

პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ "ქართული ოცნებიდან" დავით გაბაიძემ ივარაუდა, რომ პრეზიდენტი მათ მიერ შეთავაზებულ კანდიდატს დაასახელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან ოპოზიციის გაერთიანებას საერთო კანდიდატის მხარდასაჭერად. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, პეტრე ზამბახიძის შეფასებით, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 4 და თითო-თითო „ევროპულ საქართველოს,“ „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას.“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 ივლისს დატოვა ზურაბ პატარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG