Accessibility links

კონგრესში სიბრაზე გამოიწვია ტრამპის ფრაზამ, რომ პუტინი "კონკურენტია და არა მტერი"


ვაშინგტონში გავლენიან კანონმდებლებს შორის განგაში და სიბრაზე გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფრაზამ, რომ რუსეთი "კონკურენტია" და არა "მტერი". რამდენიმე კანონმდებელმა 12 ივლისს განაცხადა, რომ მათ აშფოთებს ტრამპის მზაობა უგულებელყოს რუსეთის მიერ გადადგმული მანკიერი ნაბიჯები. კანონმდებლები ტრამპს აფრთხილებენ რბილი დამოკიდებულებით არ მოეკიდოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 16 ივლისს ჰელსინკიში დანიშნულ სამიტზე. "პუტინი არ არის ამერიკის მეგობარი, და არც უბრალო კონკურენტი. პუტინი ამერიკის მტერია - არა იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვსურს, არამედ იმის გამო, რომ მან ეს თავად აირჩია" - განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის ხელმძღვანელმა. "ტრამპზეა დამოკიდებული პუტინის ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენება ჰელსინკის შეხვედრაზე" - ამბობს მაკკეინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG