Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პოლიციამ მოკლა პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი


აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, პოლიციამ მოკლა ერთ-ერთი პირი პოლიციელთა მკვლელობის საქმის ორი ეჭვმიტანილიდან. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ივლისს განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, 1988 წელს დაბადებული რასად ბოიუკისიევი, ლიკვიდირებულ იქნა ჩრდილოდასავლეთის ქალაქ შამკირში, როცა წინააღმდეგობას უწევდა მის დაპატიმრებას. სამინისტრო 11 ივლისს აცხადებდა, რომ დააკავა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, ფარუხ ყასიმოვი. მაღალი რანგის ორი პოლიციელი დანით მოკლეს იმ დროს, როცა პოლიციელები 10 ივლისს დაუპირისპირდნენ ქალაქ განჯის ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ 200-მდე დემონსტრანტს. პოლიციამ დააკავა აქციის 40 მონაწილე და დაშალა დემონსტრაცია, რომელმაც იფეთქა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის უცხოეთში ვიზიტის დროს. ალიევის თანაშემწე, ალი ჰასანოვი აცხადებს, რომ არსებობს ქვეყნის "დესტაბილიზაციის" მცდელობა და დამნაშავეები დაისჯებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG