Accessibility links

არგენტინა რუსეთს სთხოვს ირანის წარმომადგენლის, ველაიათის ექსტრადიციას


არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთს მიმართა თხოვნით დააპატიმროს და ექსტრადაცია გაუკეთოს ირანის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ალი აკბარ ველაიათის. არგენტინა ამ თხოვნის მიზეზად ასახელებს იმ როლს, რომელიც, ბუენოს-აირესის აზრით, ვილაიეთიმ შეასრულა ამ ქალაქში 1994 წელს მომხდარ აფეთქებაში, რასაც 85 ადამიანი ემსხვერპლა. ველაიეთი, რომელიც ამჟამად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველია, 12 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით, რომლის დროსაც ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. 13 ივლისს ის ჩინეთში გეგმავდა გამგზავრებას. არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ექსტრადიციის ანალოგიური თხოვნით ჩინეთსაც მიმართა და ახლა რუსეთის პასუხის მოლოდინშია. არგენტინა ამბობს, რომ რუსეთს ამ თხოვნით მიმართა "ორ ქვეყანას შორის მოქმედი ექსტრადიციის ხელშეკრულების" ფარგლებში. ველაიათი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მაშინ, როცა 1994 წელს ბომბმა დაანგრია არგენტინის ებრაელთა კულტურული ცენტრი, რასაც 85 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 300. ეს იყო უდიდესი ტერორისტული აქტი არგენტინის ისტორიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG