Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა და მეიმ იმსჯელეს რუსეთზე, ირანზე და აშშ-ბრიტანეთის "ძალიან მყარ" კავშირებზე


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთს სთხოვა ირანზე ზეწოლის შენარჩუნება და დასძენს, რომ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან შეთანხმდა იმის თაობაზე, რომ ირანმა ვერასოდეს უნდა მოიპოვოს ატომური იარაღი. ტრამპმა და მეიმ ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს, ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ. მეის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის, თუ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ირანთან მიმართებით. სხვა საკითხებთან ერთად ლიდერები რუსეთსაც შეეხნენ და მეიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც აშშ-მა გამოიჩინა მარტში, ინგლისში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ - რაშიც მეის მთავრობა ბრალს რუსეთს სდებს. ბრიტანეთში ვიზიტამდე, 11-12 ივლისს ტრამპმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტში, 16 ივლისს კი ის ჰელსინკიში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ეს ამ ორი ლიდერის პირველი შეხვედრა იქნება პირისპირ. ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრებს უკრაინისა და სირიის კონფლიქტების საკითხზე, ასევე ცნობებზე, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. .

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG