Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ წარადგინა ერთიანი კანდიდატი აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე


საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ახვლედიანის კანდიდატურა ექვსმა პარტიამ წარადგინა: "თავისუფალი დემოკრატები", შენების მოძრაობა", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო". ამ თემაზე შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მასში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლები მსჯელობდნენ. არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ მზად არის, აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებს პირადად შეხვდეს და საკუთარი ხედვა გააცნოს. ამ დროისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად თორნიკე რიჟვაძე "ქართული ოცნების" წევრებმა წარუდგინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG